Logo სახელმწიფო აუდიტის
ინსტიტუტი
ქარ ENG

Call Us: +995 322 438 133 Email Us: sai@sao.ge

სერტიფიცირება

მიზანი | პროგრამა | განრიგი | სერტიფიცირებულ პირთა სია | როგორ გავხდე სერტიფიცირებული?

როგორ გავხდე სერტიფიცირებული?

  1. დაინტერესების შემთხვევაში, სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის, საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

    • საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სარეგისტრაციო განცხადების ფორმის შევსება (განცხადების ფორმა)

    • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    • ავტობიოგრაფია (CV) ნაბეჭდი ფორმით;

    • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  2. თეორიული ცოდნის გარდა, მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა განიხილოს კონკრეტული შემთხვევები პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით.

    სერტიფიცირების პროგრამის საკვალიფიკაციო კურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
    • ფინანსური აუდიტი;
    • შესაბამისობის აუდიტი;
    • ეფექტიანობის აუდიტი;
    • საერთაშორისო აუდიტის სტანდარტები;
    • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
    • ბუღალტრული აღრიცხვა.
  3. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აუცილებელია ყველა იმ პირისთვის, ვისაც საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების განხორციელების სურვილი გააჩნია.

    გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შედგენილი ტესტური დავალებებით და პასუხების ფურცლით.

    გამოცდაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც გავლილი ექნებათ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის შესაბამისი საკვალიფიკაციო კურსი.
  4. სერტიფიცირების მიზანია:

    • კანდიდატის მიერ საჯარო აუდიტის სფეროში კურსის გავლა

    • კვალიფიკაციის ამაღლება

    • პროფესიული ცოდნის შეფასება და საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მინიჭება.