ქარ ENG

Call Us: +995 322 438 133 Email Us: sai@sao.ge

სერტიფიცირება

სერტიფიცირების კურსები | მიზანი | განრიგი | სერტიფიცირებულ პირთა სია | როგორ გავხდე სერტიფიცირებული?

მიზანი

სერტიფიცირება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოანი მიმართულებაა. სერტიფიცირების მიზანია, კანდიდატის მიერ საჯარო აუდიტის სფეროში კურსის გავლა, კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული ცოდნის შეფასება და საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მინიჭება.

მხოლოდ ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებულ აუდიტორს გააჩნია უფლება განახორციელოს საჯარო სექტორის აუდიტი. სერტიფიცირების მთავარი მიზანი სწორედ საჯარო სექტორში ჩატარებული აუდიტების ხარისხის ამაღლებაა, აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით.

სერტიფიცირების სასწავლო კურსი შედგება რამდენიმე მოდულისაგან:
• ეფექტიანობის აუდიტი;
• ფინანსური აუდიტი;
• შესაბამისობის აუდიტი;
• საბიუჯეტო სისტემა;
• ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სექტორში.

სერტიფიცირების წარმატებით გავლის შემთხვევაში საჯარო სექტორის აუდიტორს ეძლევა 5 წლიანი სერტიფიკატი.