ქარ ENG

Call Us: 032 2 054 615 Email Us: sai@sao.ge

სერტიფიცირება

სერტიფიცირების კურსები | მიზანი | განრიგი | სერტიფიცირებულ პირთა სია | როგორ გავხდე სერტიფიცირებული?

სერტიფიცირების კატალოგი

საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა

სფერო: აუდიტი

კურსის ღირებულება: 1 300 ლარი (მ.შ. სასწავლო კურსი - 1000 ლარი, სასერტიფიკაციო გამოცდა - 300 ლარი)

დაწყების თარიღი: 30.09.2019

კურსის აღწერა

საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა არის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლება, რომელიც ანიჭებს პირს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებას.

სასერტიფიკაციო კურსის მიზანი

  • სპეციალური წესების, ხერხებისა და იმ მეთოდების სწავლება, რომლებიც გამოიყენება აუდიტორულ საქმიანობაში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად;
  • აუდიტის საკანონმდებლო ბაზის, ასს-ის შინაარსის, მოქმედების სფეროებისა და სტრუქტურის გაცნობა;
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში ორიენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
  • აუდიტორებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სასერტიფიკაციო კურსის თემატიკა

  • ფინანსური აუდიტი;
  • შესაბამისობის აუდიტი;
  • ეფექტიანობის აუდიტი;
  • საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება;
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი.

მიზნობრივი ჯგუფები

  • ყველა დაინტერესებული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი და სურს აუდიტის განხორციელების უფლების მოპოვება საჯარო სექტორში;
  • სტუდენტები (მაგისტრანტები, დოქტორანტები), რომლებიც გეგმავენ კარიერის განვითარებას აუდიტის მიმართულებით;
  • პირები, რომელთაც სურთ აუდიტის მეთოდოლოგიის შესწავლა და პროფესიონალი აუდიტორისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა;
  • მოქმედი აუდიტორები, რომელთაც სურთ საჯარო სექტორში აუდიტის განხორციელების უფლების მოპოვება.

ტრენერის შესახებ

თორნიკე შერმადინი (ფინანსური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი) - უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) მიერ სერტიფიცირებული ფასილიტატორი ფინანსურ აუდიტში და შესაბამისობის აუდიტის ქვეკომიტეტის წევრი. აქვს მუშაობის გამოცდილება ისეთ ინსტიტუციებში, როგორებიცაა, ევროპის აუდიტორთა სასამართლო და Ernst&Young. 2010 წლიდან არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი და ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტისა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი.

ფლობს მაგისტრის ხარისხს ფინანსების განხრით. გახლავთ მრავალი კვლევითი პროექტის, მათ შორის, ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიის ავტორი.

 

ზურაბ თოლორდავა (ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება) - აქვს საჯარო ფინანსების სფეროში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება. 18 წელია ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშგებისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტს.

 

ვანო შავდათუაშვილი (საბიუჯეტო კოდექსი) - აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ისეთ ინსტიტუციებში, როგორებიცაა: საქართველოს ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). ამავდროულად ის გახლავთ მიწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ფლობს მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ეკონომიკასა და ფინანსებში.

 

დავით ქინქლაძე (ფინანსური ადიტი, შესაბამისობის აუდიტი) - აქვს აუდიტის სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება. ამჟამად, აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერია. მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი და არის მრავალი ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი.

 

ბიძინა მაყაშვილი (ეფექტიანობის აუდიტი) - აქვს ეფექტიანობის აუდიტის სფეროში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება. ამჟამად არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი. ფლობს მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში და მიღებული აქვს თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ზურაბ ჟვანიას სახელობის ლიდერის პრიზი. 2015 წლიდან დღემდე არის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

 

ქეთევან მცურავიშვილი (ეფექტიანობის აუდიტი) - აქვს ხარისხის უზრუნველყოფის, ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტის სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კურსდამთავრებულთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გახლავთ ბიზნესადმინისტრირების დოქტორი. 2012 წელს მიიღო თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ზურაბ ჟვანიას სახელობის ლიდერის პრიზი.

 

სასწავლო კურსის სტრუქტურა და ღირებულება

სასწავლო კურსი შედგება ორი კომპონენტისგან:

  • სწავლება − 1000 ლარი;
  • სასერტიფიკაციო გამოცდა − 300 ლარი.

 

შეფასების მეთოდები

გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც გაიარეს სასწავლო კურსი, ოთხი შუალედური გამოცდიდან თითოეულში დააგროვეს ქულათა მინიმუმ 30% და ყველა შუალედურ გამოცდაში დაგროვილი ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 50%-ს.

სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა ქულების 65%-ზე მეტის მიღება.

სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5-წლიანი სერტიფიკატი.

 

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები

  • სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის გადმოტვირთვა);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
  • ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი;
  • კურსის საფასურის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის 2019 წლის 22 დეკემბრამდე აუცილებელია წარმოადგინოთ:

  • შესაბამისი განაცხადი;
  • სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის (300 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

განრიგის ჩამოტვირთვა - ჯგუფი I 

განრიგის ჩამოტვირთვა - ჯგუფი II 

საბანკო რეკვიზიტები

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების ანგარიში: 707727122

 

საბუთების მიღების ვადა

2019 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

sai@sao.ge

რეგისტრაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 032 2 054 615

 

 

სილაბუსი