ქარ ENG

Call Us: 032 2 054 615 Email Us: sai@sao.ge

სერტიფიცირება

სერტიფიცირების კურსები | მიზანი | განრიგი | სერტიფიცირებულ პირთა სია | როგორ გავხდე სერტიფიცირებული?

სერტიფიცირების კატალოგი

საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა

სფერო: აუდიტი

კურსის ღირებულება: 1 300 ლარი (მ.შ. სასწავლო კურსი - 1000 ლარი, სასერტიფიკაციო გამოცდა - 300 ლარი)

დაწყების თარიღი: 24.06.2019

კურსის აღწერა

სასერტიფიკატო კურსის მიზანი

სპეციალური წესების, ხერხებისა და იმ მეთოდების სწავლება, რომელიც გამოიყენება აუდიტორულ საქმიანობაში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად.  აუდიტის საკანონმდებლო ბაზის, ასს შინაარსის, მოქმედების სფეროებისა და სტრუქტურის გაცნობა.   აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში ორიენტაციის უნარის ჩამოყალიბება. 

 

სასერტიფიკატო კურსის თემატიკა

  • ფინანსური აუდიტი
  • შესაბამისობის აუდიტი
  • ეფექტიანობის აუდიტი
  • საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

 

მიზნობრივი ჯგუფები

  • ყველა დაინტერესებული პირი, რომელსაც უკვე მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი და სურს აუდიტის განხორციელების უფლების მოპოვება საჯარო სექტორში;
  • სტუდენტები (მაგისტრანტები, დოქტორანტები), რომლებიც გეგმავენ კარიერის განვითარებას აუდიტის მიმართულებით;
  • პირები, რომლებსაც სურთ აუდიტის მეთოდოლოგიის შესწავლა და პროფესიონალი აუდიტორისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა;
  • მოქმედი აუდიტორები, რომლებთაც სურთ საჯარო სექტორში აუდიტის განხორციელების უფლების მოპოვება.

 

სასწავლო კურსის სტრუქტურა და ღირებულება

სასწავლო კურსი შედგება ორი კომპონენტსგან

  • სწავლება -1000 ლარი
  • სასერტიფიკატო გამოცდა - 300 ლარი

შეფასები მეთოდები

გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც გაიარეს სასწავლო კურსი, ოთხი შუალედური გამოცდიდან თითოეულში დააგროვეს ქულათა მინიმუმ 30%  და ყველა შუალედურში დაგროვილი ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 50%-ს.

სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა ქულების 65%-ზე მეტის მიღება.

სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5 წლიანი სერტიფიკატი

 

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები:

  • სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • რეზიუმე (CV)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  • ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი
  • კურსის საფასურის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის 2019 წლის სექტემბრამდე აუცილებელია წარმოადგინოთ :

  • შესაბამისი განაცხადი
  • სასერტიფიკატო გამოცდის საფასურის (300 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

 

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი -  სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება -  ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი -  TRESGE22

მიმღების ანგარიში - 707727122

საბუთების მიღების ვადა:

2019 წლის 27 მაისიდან 22 ივნისის ჩათვლით  (იხლ.განრიგი)  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

sai@sao.ge

ასევე ელექტრონული რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე:

www.sai.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით:

მობ: 032 2 054 615

სილაბუსი