ქარ ENG

Call Us: +995 322 438 133 Email Us: sai@sao.ge

სერტიფიცირება

სერტიფიცირების კურსები | მიზანი | განრიგი | სერტიფიცირებულ პირთა სია | როგორ გავხდე სერტიფიცირებული?

სერტიფიცირების კატალოგი

საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა

სფერო: აუდიტი

კურსის ღირებულება: 1 300 ლარი (მ.შ. სასწავლო კურსი - 1000 ლარი, სასერტიფიკაციო გამოცდა - 300 ლარი).

დაწყების თარიღი: 05.10.2018

კურსის აღწერა

სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამაზე (პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად - სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა).

სასწავლო კურსი:

  • ფინანსური აუდიტი (ტრენერები - თორნიკე შერმადინი, ვახტანგ კეჟერაძე);
  • შესაბამისობის აუდიტი (ტრენერი - ვახტანგ კეჟერაძე,);
  • ეფექტიანობის აუდიტი (ტრენერები - ბიძინა მაყაშვილი);
  • საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება (ტრენერი - ზურაბ თოლორდავა);
  • საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესახებ (ტრენერი - ივანე შავდათუაშვილი).

სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5- წლიანი სერტიფიკატი.

პროგრამის ხანგრძლივობა:    5 ოქტომბერი (2018) წ - 18 იანვარი  (2019) წ.
პროგრამის ღირებულება: 1 300 (ათას სამასი) ლარი (ღირებულებაში შედის სასწავლო კურსის საფასური 1000 ლარი და სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 300 ლარი).

დაინტერესების შემთხვევაში სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის, მ/წ 17 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის  ჩათვლით 18:00 სთ-მდე, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სარეგისტრაციო განცხადების ფორმა (განცხადების ფორმის გადმოტვირთვა)
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV) ნაბეჭდი ფორმით;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი;
  • საკვალიფიკაციო კურსის საფასურის (1000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შემდგომში სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის, მ/წ 11 იანვრამდე  დამატებით გთხოვთ წარმოადგინოთ:

 

  • შესაბამისი განცხადება;
  • სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები ვინც წარმატებით გაიარეს სასწავლო კურსი. სასწავლო კურსის წარმატებით გავლისათვის საჭიროა 4 შუალედურ ტესტირებიდან თითოეულში ქულების არანაკლებ 30%-ის, ხოლო ჯამურად ოთხივე შუალედურ ტესტირებაში არანაკლებ 50% -ის დაგროვება.

სასერტიფიკაციო გამოცდის, რომელიც შედგება  60 ტესტისგან, წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა ქულების 65%-ზე მეტის მიღება.

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი _ TRESGE22;

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 707727122 

საბუთების მიღების ვადა: 2018  წლის  17 სექტემბრიდან  5 ოქტომბირს  ჩათვლით  (სამუშაო დღეებში 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე).

საბუთების ჩაბარება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:

წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96.

ელექტრონული რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ვებ-გვერდზე:  www.sai.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

sai@sao.ge

+(995 599) 39 07 77  ხათუნა ჩაგანავა

იხ. სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა და განრიგი ( * განრიგში მოცემულია სავარაუდო დრო.  დრო შესაძლებელია შეიცვალოს მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე).

 

სილაბუსი