Logo სახელმწიფო აუდიტის
ინსტიტუტი
ქარ ENG

Call Us: +995 322 438 133 Email Us: sai@sao.ge

ჩვენ შესახებ

ჩვენი საქმიანობა | მისია და სტრატეგია | მმართველი გუნდი | ტრენერები | საჯარო ინფორმაცია | გალერეა

ჩვენი საქმიანობა

სსიპ - „საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა“ (საი) ფუნქციონირება დაიწყო 2012 წლის დასაწყისში. საჯარო ფინანსების მართვის სისტემისა და საჯარო აუდიტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინსტიტუტი ასრულებს საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირებას, უზრუნველყოფს ტრენერების მომზადებასა და გადამზადებას, რითაც ხელს უწყობს ამ სფეროში მომუშავე აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად საი აგრეთვე ახორციელებს საექსპერტო, კვლევით, საკონსულტაციო და საჯარო სექტორის აუდიტორულ მომსახურებას, მათ შორის, ეფექტიანობისა და შესაბამისობის აუდიტის მიმართულებით.

ინსტიტუტის მიერ ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის - საჯარო აუდიტის სფეროში მომუშავე აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით მიმდინარეობდა სერტიფიცირების პროცესის დაგეგმვა, რის შედეგადაც 2013 წელს დამტკიცდა სერტიფიცირების წესი და პირობები. სერტიფიცირების მიზნად განისაზღვრა საჯარო აუდიტის სფეროში კურსის გავლა, კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული ცოდნის შეფასება და საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მინიჭება. ამჟამად დაწყებულია სერტიფიცირების პროცესი და მიმდინარეობს შესაბამისი საკვალიფიკაციო კურსი.